სიახლეები

ტორპედო 2-3 დინამო ბათუმი | XVIII ტური

ეროვნული ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი სტუმრად ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული გამოდგა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 3-2 დასრულდა.

ანგარიში 22-ე წუთზე დინამოელმა დმიტრი მანდრიჩენკომ გურამ ჯაფარიძის გადაცემით გახსნა, ხოლო 26-ე წუთზე უერდი მარას პასით მანვე უპირატესობა ორამდე გაზარდა. პირველი ნახევრის დასრულებამდე მასპინძლებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს, 43-ე წუთზე შედეგიანი დარტყმა დავით ბუკიამ შეასრულა.

მეორე ტაიმში სათამაშო სურათი არ შეცვლილა, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა და 53-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილის გადაცემით უერდი მარამ მესამედ აიღო მეტოქის კარი. 60-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ეფექტური შორეული დარტყმით სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მიმოხილვა [მიმოხილვა]

ტორპედო 2-3 დინამო ბათუმი

ქუთაისი, რამაზ შენგელია

ტორპედო: კლიაიჩი (კ), ვარლეი, შიმიჩი, ნადარაია, შერიფი (83' წიქორიძე), ანდრიჩი, არაბიძე, ბლიზნიჩენკო (65' ფრიდონიშვილი), ბუკია, ჩიტაიშვილი (65'კუპრავა), დეისაძე

სათადარიგო შემადგენლობა: გოშაძე, ჟორჟინიო, კატკოვი, პერტაია, ჭითანავა

მთავარი მწვრთნელი: დირკ შუსტერი

დინამო ბათუმი: ისმაილოვი, ქაფიანიძე (69' თედორაძე), მილჩენკო, მანდრიჩენკო, მარა (78' ხოზრევანიძე), ლაკვეხელიანი, კალანდარიშვილი (65' ფუტკარაძე), კირკიტაძე, კობახიძე (კ), ჩიტეიშვილი, ჯაფარიძე (78' კოხრეიძე)

სათადარიგო შემადგენლობა: საითაძე, ზოიძე, ბისიეშვილი, აბუსელიძე, ბარამიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მსაჯები: გიორგი ავაზაშვილი, ვახტანგ რუხაია, გიორგი გოგოხია, ჯენერი ხორავა, ცოტნე სამსონაშვილი, გურამ მაჩიტიძე

ყვითელი ბარათები: 41' მილჩენკო, 76' ლაკვეხელიანი, 90+3' ისმაილოვი

გოლები: 0-1 მანდრიჩენკო (22'), 0-2 მანდრიჩენკო (26'), 1-2 ბუკია (43') 1-3 მარა (53'), 2-3 არაბიძე (60')

ამ გამარჯვებით დინამო ბათუმმა 27 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა მეორე წრეში ექვსი თამაში მოიგო, ორჯერ ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 

საზაფხულო შესვენებამდე ბოლო მატჩს ბათუმელები 23 ივნისს სტუმრად, დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავენ. 

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search