სიახლეები

ხუთი ფეხბურთელი საქართველოს 15-წლამდე ნაკრებში

საქართველოს 15-წლამდე ნაკრები 18 ივნისს სასელექციო მატჩს გამართავს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნული შეხვედრისთვის დინამო ბათუმის აკადემიიდან ხუთი ფეხბურთელი მიიწვია: ნიკოლოზ გოგიტიძე, ანდრია ბოლქვაძე, ლევან მიქელაძე, ნიკოლოზ ბურჭულაძე და შოთა ძირკვაძე.

ამ შეკრების მთავარი მიზანი ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენა და მათი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების სისტემაში ინტეგრაციაა.

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი წარმატებებს უსურვებს აკადემიის აღზრდილებს. გვჯერა, რომ ეს გამოძახება მათ დიდ საფეხბურთო კარიერაში მხოლოდ წარმატებული გზის დასაწყისია!

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search