სიახლეები

დინამო ბათუმი 3-2 დილა | XVII ტური

ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გორის დილას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოდგა და შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა.

მე-9 წუთზე ჩვენი მხრიდან ანგარიში ნიკა კალანდარიშვილმა პენალტით გახსნა, ხოლო მე-11 წუთზე გიორგი კოხრეიძის გადაცემით დმიტრი მანდრიჩენკომ უპირატესობა ორამდე გაზარდა. 36-ე წუთზე ოლატუნჯიმ სხვაობა შეამცირა.

56-ე წუთზე ჩვენი გუნდი მოედანზე კაცნაკლული დარჩა ლაზარე კუპატაძის გაძევების გამო, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და 84-ე წუთზე ანოფიმ წონასწორობა აღადგინა. მიუხედავად რთული ვითარებისა, 87-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.

მიმოხილვა [მიმოხილვა]

დინამო ბათუმი 3-2 დილა

ბათუმი, აჭარაბეთ არენა

დინამო ბათუმი: კუპატაძე, ქაფიანიძე, მილჩენკო, მანდრიჩენკო (57' ისმაილოვი), მარა, ლაკვეხელიანი (68' ფუტკარაძე), კოხრეიძე (46' ჯაფარიძე), კალანდარიშვილი, კირკიტაძე (89' აბუსელიძე), კობახიძე (კ), ჩიტეიშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: ზოიძე, ბისიეშვილი, თედორაძე, ბარამიძე, ხოზრევანიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

დილა: კერესელიძე, კიკაბიძე (50' გოცირიძე), კომპაორე, მენთეშაშვილი (75' ბოანსი), კანტე (89' გოგობერიშვილი), ფარულავა (75' მუსელიანი), არაუჟო, ჯალაღონია, ანოფი, შეყილაძე (46' სანიანგი), ოლატუნჯი

სათადარიგო შემადგენლობა: სანიკიძე, კუაკუ, კობახიძე, ტალი

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სოლოღასვილი

მსაჯები: ბაკურ ნინუა, სანდრიკო ელიკაშვილი, ლუკა თოდუა, მანუჩარ კიკორია, აკაკი ფარჯიკია, ბორის ჟვანია

ყვითელი ბარათი: 75' ფარულავა

წითელი ბარათი: 56' კუპატაძე

გოლები: 1-0 კალანდარიშვილი (9' პენალტი), 2-0 მანდრიჩენკო (11'), 2-1 ოლატუნჯი (36'), 2-2 ანოფი (84'), 3-2 კალანდარიშვილი (87' პენალტი)

ეროვნული ლიგის ეგიდით დინამო ბათუმი მორიგ მატჩს, სტუმრად 17 ივნისს ქუთაისში, ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს. 

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search