სიახლეები

ოფიციალური განცხადება | ლუკა ხარატიშვილი კარიერას ჩეხეთში გააგრძელებს

დინამო ბათუმსა და პარდუბიცეს შორის ლუკა ხარატიშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება შედგა - ჩეხურმა კლუბმა ქართველი მეკარე ოფიციალურად გამოისყიდა.

ლუკა ხარატიშვილი ჩვენი აკადემიის აღზრდილია. ის დინამოს ბათუმის პირველ გუნდში 2020 წლიდან ირიცხებოდა, მისი ოფიციალური დებიუტი კი 2023 წელს შედგა. ამ პერიოდის განმავლობაში, ლუკამ ჩვენი გუნდის მაისურით 36 მატჩი ჩაატარა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების რიგებში, ლუკა სწორედ დინამო ბათუმს წარმოადგენდა.

კლუბის სახელით, დიდ მადლობას ვუხდით ლუკას ჩვენთან გატარებული წლებისა და გაწეული შრომისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ მას მომავალ საფეხბურთო კარიერაში!

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search