22 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-8 ტურში დინამო ბათუმი სტუმრად გორის დილას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში - 1-0 დამარცხდა. შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მოთამაშეებმა მეტოქის კართან შექმინილი მომენტების გოლად გარდასახვა ვერ მოახერხეს.
მატჩის ერთადერთი გოლი, მე-17 წუთზე გავიდა - პენალტი ზუსტად ლაშა მენთეშაშვილმა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ბოლო იმედის ჯარიმისთვის 49-ე წუთზე მსაჯმა ნიკა კალანდარიშვილს წითელი ბარათი უჩვენა და დინამომ დარჩენილი დრო კაცნაკლულმა ითამაშა.
მიმოხილვა [ვიდეო]
დილა 1-0 დინამო ბათუმი
გორი, თენგიზ ბურჯანაძე
დილა: კერესელიძე, კიკაბიძე, ფულერი (72' მალი), მენთეშაშვილი (83' ტალი), კანტე (61' შეყილაძე), ფარულავა (72' სანიანგი), არაუჟო, ჯალაღონია (46' კომპაორე), ტიბუე, ოლატუნჯი, ეტუ
სათადარიგო შემადგენლობა: სანიკიძე, კუაკუ, გოცირიძე, ანოფი
მთავარი მწვრთნელი: დიეგო ლონგო
დინამო ბათუმი: თურმანიძე, მილჩენკო (36' ჯაფარიძე), მანდრიჩენკო (67' ხოზრევანიძე), მარა, ლაკვეხელიანი (67' ბარამიძე), კალანდარიშვილი, წულუკიძე (67' აბუსელიძე), კირკიტაძე, კობახიძე (კ), ჩიტეიშვილი, ფუტკარაძე (61' კოხრეიძე)
სათადარიგო შემადგენლობა: კუპატაძე, ბისიეშვილი, თედორაძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მსაჯები: ირაკლი შენგელია, ვახტანგ რუხაია, სანდრიკო ელიკაშვილი, ცოტნე სამსონაშვილი, გოგა კიკაჩეიშვილი, გურამ მაჩიტიძე
ყვითელი ბარათები: 10' ლაკვეხელიანი, 66' ჯაფარიძე, 90+2' შეყილაძე, 90+3' ოლატუნჯი
გოლები: 1-0 მენთეშაშვილი (პენ.) (17)
ეროვნული ლიგის ეგიდით დინამო ბათუმი მომდევნო შეხვედრას საკუთარ მოედანზე, 27 აპრილს ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.
