სიახლეები

დინამო ბათუმი ერასტო მიქავას გვერდითაა – ერთად დავეხმაროთ ახალგაზრდა ფეხბურთელს

ფეხბურთი დიდი ოჯახია, სადაც მოედანს მიღმა ერთმანეთის გვერდში დგომა და მხარდაჭერა ყველაზე მთავარი გამარჯვებაა.

მარტვილის მერანის ახალგაზრდა ფეხბურთელს, ერასტო მიქავას, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამ ურთულეს ბრძოლაში ერასტო მარტო არ არის.

სოლიდარობის ნიშნად, დინამო ბათუმის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კლუბმა ფეხბურთელის მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის განკუთვნილ სპეციალურ ანგარიშზე 10 000 ლარი უკვე გადარიცხა. ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით ყველანაირი დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია.

ახალგაზრდა სპორტსმენის გამოსაჯანმრთელებლად ახლა თითოეული ჩვენგანის თანადგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კლუბი მოუწოდებს ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებსა და სრულიად საფეხბურთო საზოგადოებას, შესაძლებლობის ფარგლებში, შეუერთდნენ ამ კეთილ საქმეს.

დახმარების სურვილის შემთხვევაში, თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ საბანკო ანგარიშებზე:

მიმღები: ერასტო მიქავა (სმირნოვი)

საქართველო ბანკი: GE20BG0000000580766513 

თიბისი ბანკი: GE41TB7871945064300036

ერასტო, „დინამო ბათუმი“ მალე გამოჯანმრთელებასა და მწვანე მინდორზე დაბრუნებას გისურვებს. ჩვენ შენთან ვართ!

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search