სიახლეები

დინამო 0-2 სოგდიანა

დინამო ბათუმმა თურქულ შეკრებაზე მეექვსე ამხანაგური შეხვედრა უზბეკური სოგდიანას წინააღმდეგ გამართა. მატჩი მეტოქე გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. ანგარიში მე-8 წუთზე ფეისალ მულიჩმა გახსნა, მეორე გოლი კი, 37-ე წუთზე ჯასურ ჯალოლიდინოვის ანგარიშზეა.

დინამო 0-2 სოგდიანა

სიდე, ანტალია

დინამო ბათუმი: კუპატაძე (კ), მახარაძე, ცხომელიძე, თედორაძე, გოგმაჩაძე, ფუტკარაძე, ჯაფარიძე, ზოიძე, აბუსელიძე, თავდგირიძე, გოგრაჭაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ისმაილოვი, ქაფიანიძე, ლაკვეხელიანი, ჩიტეიშვილი, კალანდარიშვილი, მილჩენკო, მარა, კოხრეიძე, წულუკიძე, კირკიტაძე, დუმბაძე, მანდრიჩენკო

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

სოგდიანა: მირკოვიჩი, ჯურაბაევი, კობილოვი, ოჰადოვი, კაჰრამონოვი (კ), დორიევი, ჯურაკუზიევი, სოიბოვი, აბდურაშიდოვი, მულიჩი, ტოხტასინოვი

სათადარიგო შემადგენლობა: ისაკოვი, ნაჯაფალიევი, ბოლევიჩი, იზატოვი, ივანოვიჩი, ნურმატოვი, კარიმოვი, კარიმოვი, ომონოვი, საიდოვი, ერცინოვი, ოპიტკოვი, ჯალოლიდინოვი

მთავარი მწვრთნელი: ივან ბოშკოვიჩი

გოლი: 0-1 მულიჩი (8’); 0-2 ჯალოლიდინოვი (37’)

დინამო ბათუმი თურქული შეკრების დასკვნით შეხვედრას 20 თებერვალს გამართავს. ამის შემდგომ გუნდი 24 თებერვლამდე დაისვენებს და სეზონის განახლებისთვის მზადებას ბათუმში განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის პირველ ტურში 1 მარტს სტუმრად - დინამო თბილისს დავუპირისპირდებით.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search