სიახლეები

დინამო თბილისი 2-1 დინამო ბათუმი | XIX ტური

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი სტუმრად დინამო თბილისს დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა, დინამოელთა დერბი კი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.

მე-7 წუთზე ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს - ნიკა კალანდარიშვილის გადაცემით უერდი მარამ ისარგებლა და დინამო ბათუმი წინ გაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი ჩვენი უპირატესობით დასრულდა, თბილისელებმა მეორე ნახევარში თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. 75-ე წუთზე ნუმან კურდიჩის გადაცემის შემდეგ წონასწორობა შეცვლაზე შემოსულმა მაქსიმ ტეიშეირამ აღადგინა.

გადამწყვეტი გოლი 82-ე წუთზე გავიდა - თბილისელთა მხრიდან თავი ნიკა ნინუამ გამოიჩინა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჩვენი კლუბის ახალწვეულების დებიუტი შედგა - ივან ტურიცოვი და ავაკა ეშეთე თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო. 

მიმოხილვა [მიმოხილვა]

დინამო თბილისი 2-1 დინამო ბათუმი

თბილისი, დავით პეტრიაშვილი

დინამო თბ: ლორია, კალანდაძე, სანტუსი, ხარაიშვილი (46' ტეიშეირა), ვაწაძე (77' კვარაცხელია), რამუში (56' სირაძე), ქვარცხავა (56' ციკოლია), ნინუა (90+3' კაკაშვილი), ოსეი, იორო, კურდიჩი

სათადარიგო შემადგენლობა: მაქაცარია, დონკორი, მონტეირუ, ონომა

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

დინამო ბთ: კუპატაძე, ქაფიანიძე, მილჩენკო, მანდრიჩენკო (56' ხოზრევანიძე), მარა (71' კოხრეიძე), ლაკვეხელიანი (56' ტურიცოვი), კალანდარიშვილი (82' აბუსელიძე), კირკიტაძე, კობახიძე (კ), ჩიტეიშვილი, ჯაფარიძე (56' ეშეთე)

სათადარიგო შემადგენლობა: ისმაილოვი, გეთიაშვილი, ბისიეშვილი, ბარამიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მსაჯები: ჯენერი ხორავა, ირაკლი კაკაბაძე, გოჩა ტარუაშვილი, დიმიტრი ლაგვილავა, გოგა კიკაჩეიშვილი, ირაკლი კვირიკაშვილი

ყვითელი ბარათი: 45+3' ქაფიანიძე, 88' ჩიტეიშვილი, 90+3' კობახიძე

გოლები: 0-1 მარა (7'), 1-1 ტეიშეირა (75'), 2-1 ნინუა (82')

ამ მატჩით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა და სეზონი აგვისტოს პირველ კვირაში განახლდება. 

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search