
25 მაისს, ეროვნული ლიგის მე-15 ტურში დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე, რუსთავის საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ ეს იყო დინამო ბათუმის მე-100 საიუბილეო მატჩი აჭარაბეთ არენაზე, რომელიც გუნდმა გამარჯვებით აღნიშნა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებიც აქტიურობდნენ და ქულების მოპოვებას ცდილობდნენ, ჩვენ გუნდმა თამაშის სადავეების ხელში აღება შეძლო და მნიშვნელოვანი გამარჯვების მოიპოვა, რითაც სატურნირო ცხრილში პოზიციები გავიმყარეთ.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე გავიდა, ლუკა წულუკიძის ეფექტური გადაცემის შემდეგ შეტევა ლუკა ლაკვეხელიანმა განაგრძო და ზუსტი გადაცემით გიორგი კოხრეიძე მოამარაგა, ამ უკანასკნელმა კი, ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმა შეასრულა.
დინამო ბათუმი 1-0 რუსთავი
ბათუმი, აჭარაბეთ არენა
დინამო ბათუმი: კუპატაძე, ქაფიანიძე, მილჩენკო, მარა (89' მანდრიჩენკო), ლაკვეხელიანი, კალანდარიშვილი, წულუკიძე, კირკიტაძე (90+2' ხოზრევანიძე), კობახიძე, ჩიტეიშვილი, ჯაფარიძე (54' კოხრეიძე)
სათადარიგო: თურმანიძე, ბისიეშვილი, თედორაძე, აბუსელიძე, ბარამიძე, ფუტკარაძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
რუსთავი: ჯობავა, ფაცაცია, სეიხასი (73' უბილავა), ოსეი, კესი (75' ნ. ქუთათელაძე), გუჯაბიძე (75' ა. ქუთათელაძე), ჯიბრილი (56' ჟან სოუზა), ჩიქოვანი, ნაკანო, იაკობიძე, კაპანაძე
სათადარიგო: ბერუაშვილი, ოლივეირა, პამი, კენიო, ჩხეიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე
მსაჯები: კობა რევაზაშვილი, კახა კახაბერი, დავით გოგოხია, ირაკლი კვირიკაშვილი, გიორგი ავაზაშვილი, ბორის ჟვანია
ყვითელი ბარათები: 30' ჯაფარიძე, 36' კაპანაძე, 52' ნაკანო, 62' კალანდარიშვილი, 88' კუპატაძე
გოლები: 1-0 კოხრეიძე (60')
მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი, 29 მაისს, სტუმრად იბერია 1999-ის წინააღმდეგ თბილისში გამართავს.
