სიახლეები

სპაერი 3-3 დინამო ბათუმი | XIV ტური

21 მაისს, ეროვნული ლიგის მე-14 ტურში დინამო ბათუმი სტუმრად სპაერს დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში, ფრედ - 3-3 ითამაშა.

შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ დასრულდა - 39-ე წუთზე გიორგი კოხრეიძის გადაცემით გურამ ჯაფარიძემ ანგარიში გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილის პასით უერდი მარამ სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში სპაერმა თამაში გამოასწორა და 49-ე წუთზე სიენდა მატენჯვას გადაცემით ლაშა კოხრეიძემ ერთი გოლი გაქვითა. 69-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლევან ხოზრევანიძემ, უერდი მარას საგოლე გადაცემით ბათუმელთა უპირატესობა კვლავ ორბურთიანი გახადა, თუმცა მასპინძლები არ დანებდნენ. 80-ე წუთზე ზურაბ გოლუბიანის გადაცემით გიორგი ბუნტურმა გაიტანა, ხოლო 83-ე წუთზე ნიკოლოზ კენჭაძემ წონასწორობა აღადგინა და თბილისურ კლუბს მნიშვნელოვანი ქულა გადაურჩინა.

მიმოხილვა [ვიდეო]

სპაერი 3-3 დინამო ბათუმი

თბილისი, მიხეილ მესხი 2

სპაერი: ფუტკარაძე, პირტახია (57' ბასილაშვილი), გ.დ. ცეცხლაძე, ფონიავა (75' გორდეზიანი), მატენჯვა, სამხარაძე, კოხრეიძე (75' ცალუღელაშვილი), ცირდავა, კენჭაძე, გოლუბიანი, ბუნტური

სათადარიგო: ჩომახიძე, ქაჩიბაია, გრიგალაშვილი, ძნელაძე

მთავარი მწვრთნელი: ანზორ კიღურაძე

დინამო ბათუმი: კუპატაძე, ქაფიანიძე, მილჩენკო (46' ფუტკარაძე), მარა, კოხრეიძე (46' ხოზრევანიძე), კალანდარიშვილი, წულუკიძე (83' მანდრიჩენკო), კირკიტაძე (71' ბარამიძე), კობახიძე, ჩიტეიშვილი, ჯაფარიძე (57' ლაკვეხელიანი)

სათადარიგო: თურმანიძე, ბისიეშვილი, თედორაძე, აბუსელიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მსაჯები: გოგა კიკაჩეიშვილი, დავით ახვლედიანი, დავით გაბისონია, ბაქარ ბრეგაძე, გიორგი ყრუაშვილი, ჯენერი ხორავა

გოლები: 0-1 ჯაფარიძე (39'), 0-2 მარა (45'), 1-2 ლ. კოხრეიძე (49'), 1-3 ხოზრევანიძე (69'), 2-3 ბუნტური (80'), 3-3 კენჭაძე (83')

მომდევნო შეხვედრას დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე, 25 მაისს, რუსთავის წინააღმდეგ გამართავს.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search