
6 მაისს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში დინამო ბათუმი სტუმრად გაგრას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში - 2-1 გაიმარჯვა. შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო და ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა - ლუკა წულუკიძის გადაცემით დმიტრი მანდრიჩენკომ სტუმრები დააწინაურა.
მეორე ტაიმში დინამოელთა შეტევები გაგრძელდა, რამაც შედეგი 67-ე წუთზე გამოიღო. თორნიკე კირკიტაძის პასით მანდრიჩენკომ დუბლი გაიფორმა და უპირატესობა ორამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსული საბა ზოიძის გადაცემით ზურაბ ჭავჭანიძემ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა მასპინძლებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
გაგრა 1-2 დინამო ბათუმი
თბილისი, დავით პეტრიაშვილი
გაგრა: ვორობეი, პორფირიო, არსიჩი (46' ზოიძე), ცინცაძე, სკრიპნიკი, მუჯირი, ჭავჭანიძე, ფეიქრიშვილი (65' ბორჟესი), ანდრეიჩუკი, სილვა, კლაუდინეი (84' ფიფია)
სათადარიგო შემადგენლობა: ბარბაქაძე, ჩოჩია, გობეჯიშვილი, კაციაშვილი, სადღობელაშვილი, ადეიეიე
მთავარი მწვრთნელი: ჟელკო ლიუბენოვიჩი
დინამო ბათუმი: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე (კ), ლაკვეხელიანი (55' კალანდარიშვილი), ჯაფარიძე (49' ფუტკარაძე), მილჩენკო, კირკიტაძე (69' კოხრეიძე), მარა, წულუკიძე, მანდრიჩენკო, ბალაძე (46' ქაფიანიძე)
სათადარიგო შემადგენლობა: ბექაია, თურმანიძე, მ. ზოიძე, დუმბაძე, ბარამიძე, თავდგირიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მსაჯები: გურამ მაჩიტიძე, დავით გაბისონია, გიორგი გოგოხია, გიორგი ავაზაშვილი, კოტე გიორგაძე, ირაკლი შენგელია
ყვითელი ბარათები: 49' ქაფიანიძე, 75' ცინცაძე, 90+6' ჩიტეიშვილი
გოლები: 0-1 მანდრიჩენკო (19), 0-2 მანდრიჩენკო (67), 1-2 ჭავჭანიძე (87)
მომდევნო შეხვედრას დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე 10 მაისს წყალტუბოს სამგურალის წინააღმდეგ გამართავს.
