
2 მაისს, ეროვნული ლიგის მე-10 ტურში დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე თბილისის დინამოს უმასპინძლა და უხვგოლიან, დაძაბულ ბრძოლაში ფრედ - 2-2 ითამაშა.
შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყო და მე-2 წუთზე თორნიკე კირკიტაძის გადაცემით არტემ მილჩენკომ ანგარიში გახსნა. თბილისელთა მდგომარეობა მე-18 წუთზე დამძიმდა, როდესაც მსაჯმა ბარნს ოსეის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა, 22-ე წუთზე ალექსანდრე კალანდაძემ მაინც შეძლო წონასწორობის აღდგენა.
პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა ზუსტად შესრულებული პენალტით დინამო ბათუმი კვლავ დააწინაურა. მეორე ტაიმის დებიუტში კი, 47-ე წუთზე როდრიგუ რამუშმა სტუმრებს ქულა გადაურჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დინამო ბათუმი 2-2 დინამო თბილისი
ბათუმი, აჭარაბეთ არენა
დინამო ბათუმი: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე (კ), კალანდარიშვილი (87' ქაფიანიძე), ჯაფარიძე, ფუტკარაძე, მილჩენკო, კირკიტაძე (87' აბუსელიძე), მარა, წულუკიძე, კოხრეიძე (62' ხოზრევანიძე)
სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, ბალაძე, თედორაძე, დუმბაძე, ზოიძე, მანდრიჩენკო
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
დინამო თბილისი: ლორია (კ), გვასალია, კალანდაძე, უგრეხელიძე, ს. ხარებაშვილი, ნინუა, ოსეი, გ. ხარებაშვილი (90+3' დოლტმურზიევი), რამუში (57' სანტუსი), დონკორი, ვაწაძე (57' ზარია)
სათადარიგო შემადგენლობა: მაქაცარია, ლომიძე, პატარკაციშვილი, ხარაიშვილი, დანელია, ონომა
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
მსაჯი: ბექა კუნჭულია, ზვიად ბლიაძე, დავით გოგოხია, ირაკლი კვირიკაშვილი, ბაქარ ბრეგაძე, მიხეილ კუპატაძე
ყვითელი ბარათები: 13', 18' ოსეი, 17' ფუტკარაძე, 44' უგრეხელიძე, 53' წულუკიძე, 74' გვასალია
გაძევება: 18' ოსეი (მეორე ყვითელი)
გოლები: 1-0 მილჩენკო (2), 1-1 კალანდაძე (22), 2-1 კალანდარიშვილი (პენ.) (45), 2-2 რამუში (47)
ეროვნული ლიგის ეგიდით მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 6 მაისს გაგრას წინააღმდეგ სტუმრად თბილისში გამართავს.
