
11 აპრილს, დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის პირველი ტურის გადადებული მატჩი გამართა, ჩვენი მეტოქე დინამო თბილისი გახლდათ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ბათუმელები ორჯერ იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მატჩი ფრედ - 2-2 დასრულდა.
ანგარიში მე-3 წუთზე რევაზ ჩიტეიშვილის ულამაზესი, შორეული გასროლით გაიხსნა. თბილისელებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხეს, მე-10 წუთზე წონასწორობა ჰალიდ დოლტმურზიევმა აღადგინა. გაშვებული გოლის შემდეგ ბათუმელები შეტევაში გააქტიურდნენ და 35-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ უპირატესობა აღადგინა.
მეორე ტაიმში სათამაშო სცენარი არ შეცვლილა, მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა და საბოლოოდ 73-ე წუთზე რუი მონტეირუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2-2.
მიმოხილვა [ვიდეო]
დინამო თბილისი 2-2 დინამო ბათუმი
თბილისი, დინამო არენა არენა
დინამო თბილისი: ლორია, კალანდაძე, უგრეხელიძე (), ხარებაშვილი, დოლტმურზიევი (), რუი მონტეირუ, ნინუა, ოსეი (), იორო (), კურდიჩი, ხარებაშვილი ()
სათადარიგო შემადგენლობა: ჩოჩოშვილი, ქვარცხავა, ლომიძე, დიაკონიძე
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ კაკაშვილი
დინამო ბათუმი: თურმანიძე, მილჩენკო (), მანდრიჩენკო (), მარა, ლაკვეხელიანი, კალანდარიშვილი, წულუკიძე, კირკიტაძე (), კობახიძე (კ), ჩიტეიშვილი, ჯაფარიძე ()
სათადარიგო შემადგენლობა: ისმაილოვი, თედორაძე, დუმბაძე, აბუსელიძე, ბარამიძე, გოგმაჩაძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მსაჯები: ირაკლი შენგელია, ვახტანგ რუხაია, სანდრიკო ელიკაშვილი, ცოტნე სამსონაშვილი, გოგა კიკაჩეიშვილი, გურამ მაჩიტიძე
ყვითელი ბარათები: 20' მანდრიჩენკო, 48' კობახიძე
გოლები: 0-1 ჩიტეიშვილი (3), 1-1 დოლტმურზიევი (10), 1-2 კირკიტაძე (35), 2-2 მონტეირუ (73)
მომდევნო შეხვედრას დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე 18 აპრილს მოქმედი ჩემპიონის იბერია 1999-ის წინააღმდეგ გამართავს.
