სიახლეები

დინამო ბათუმი 4-1 სპაერი | V ტური

დინამო ბათუმმა, ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში საკუთარ სტადიონზე სპაერს უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზემა. ჩვენმა გუნდმა მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა და დამაჯერებელი ანგარიშით - 4-1 გაიმარჯვა.

ანგარიში სწრაფი გოლით - მე-4 წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა გახსნა. მე-11 და მე-14 წუთებზე ბათუმელთა სწრაფი იერიშები შედეგიანი დარტყმით დმიტრი მანდრიჩენკომ დაასრულა და დუბლი გაიფორმა. პირველი ნახევრის დასრულებამდე მაყურებელმა კიდევ ერთი გოლი იხილა. ამჯერად სტუმართა შემტევმა საბა გეგიაძემ გამოიჩინა თავი და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. 

მეორე ტაიმში სათამაშო სურათი არ შეცვლილა უპირატესობას კვლავ დინამო ბათუმი ფლობდა და 57-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან, ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიშითი უერდი მარამ დააფიქსირა - 4-1. 

მიმოხილვა [ვიდეო]

დინამო ბათუმი 4-1 სპაერი

ბათუმი, აჭარაბეთ არენა

დინამო ბათუმი: თურმანიძე, ქაფიანიძე (35' ჯაფარიძე), მილჩენკო, მანდრიჩენკო (79' ხოზრევანიძე), მარა, ლაკვეხელიანი (46' წულუკიძე), კალანდარიშვილი, კირკიტაძე (58' აბუსელიძე), კობახიძე (კ), ჩიტეიშვილი, ფუტკარაძე (46' კოხრეიძე)

სათადარიგო შემადგენლობა: კუპატაძე, თედორაძე, ბარამიძე, გოგმაჩაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

სპაერი: ფუტკარაძე, პირტახია, ასკურავა (82' გორდეზიანი), გეგიაძე (82' გოლუბიანი), თ. ცეცხლაძე, ფონიავა (61' გ. ცეცხლაძე), სამხარაძე, კოხრეიძე (72' ბასილაშვილი), ცირდავა, კენჭაძე, ჩაგუნავა (61' მატენჯვა)

სათადარიგო შემადგენლობა: ჩომახიძე, ქაჩიბაია, გრიგალაშვილი, ბუნტური

​მთავარი მწვრთნელი: ანზორ კიღურაძე

მსაჯები: ცოტნე სამსონიშვილი, დავით ახვლედიანი, გოჩა ტარუაშვილი, მანუჩარ კიკორია, კოტე გიორგაძე, სანდრიკო ელიკაშვილი

ყვითელი ბარათები: 4' სამხარაძე, 45+3' ჯაფარიძე, 69' აბუსელიძე, 75' ცეცხლაძე, 81' ბასილაშვილი

გოლები: 1-0 კალანდარიშვილი (4), 2-0 მანდრიჩენკო (11), 3-0 მანდრიჩენკო (14), 3-1 გეგიაძე (31), 4-1 მარა (57)

ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგის ეგიდით მორიგ შეხვედრას სტუმრად თბილისში, 7 აპრილს რუსთავის წინააღმდეგ გამართავს. 

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search