სიახლეები

„დინამოს“ პირველი გამარჯვება და ტეტუნაშვილის პირველი გოლი

e42a5742a825დინამო 1 – 0 კოლხეთი 1913
გოლი: ტეტუნაშვილი 32 წთ.

დინამო: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე , სუხიაშვილი, შონია, გოგიტიძე (გოგიტიძე 46 წთ.), ჩირიკაშვილი, კაკალაძე(თევდორაძე 69 წთ.), ბერიაშვილი (დიასამიძე 46 წთ.), ტატანაშვილი

რუსთავში განცდილი მარცხის შემდეგ დინამოელებს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია მართებდათ - ბათუმელებმა მისია წარმატებით შეასრულეს და ფოთის „კოლხეთი“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
შეხვედრა ბათუმელთა შეტევებით დაიწყო - დინამოელები ტერიტორიულ უპირატებსობას მალე დაეუფლნენ და მეტოქის კარებთან არაერთი მომენტი შექმნეს, თუმცა გოლი მხოლოდ 32 წუთზე გავიდა. მარჯვენა ფლანგზე დანიშნული ჯარიმა, ჩირიკაშვილმა კაკალაძესთან გაითამაშა, ამ უკანასკნელმა ერთი მეტოქე ჩამოიცილა და საჯარიმოში ჩააწოდა, ტეტუნაშვილმა კი თავით ყველას დაასწრო 1 – 0. ბადრი ტეტუნაშვილისთვის ფოთელთა კარში გატანილი ბურთი უმაღლეს ლიგაში პირველი ხოლო დინამოელთათვის მოგების მომტანი აღმოჩნდა.
მეორე ტაიმი ფოთელთა აქტიურობით დაიწყო - თუმცა მატჩი ისე დასრულდა „კოლხეთის“ ფეხბურთელებმა „დინამოს“ კარებთან მომენტის შექმნა ვერ მოახერხეს, ბათუმელებმა კი ანგარიშის ორამდე გაზრდის შანსი ხელიდან გაუშვეს.
ცალკე უნდა აღინიშნოს არბიტრთა მიკერძოებული მსაჯობაც, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში, მხოლოდ „დინამოს“ უშლიდნენ ხელს.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search