
2026 წლის სეზონში დინამო ბათუმმა ახალგაზრდა გულშემატკივრებს საინტერესო სიახლე შესთავაზა. კლუბის მთავარი მიზანია, ფეხბურთი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ახალი თაობისთვის და სტადიონზე მეტი მოსწავლე თუ სტუდენტი ვიხილოთ. ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილებით, მთელი სეზონის განმავლობაში, მოსწავლეები და სტუდენტები საშინაო მატჩებზე დასწრებას სიმბოლურ ფასად - 3 ლარად შეძლებენ.
სტადიონზე სპეციალურად ახალგაზრდა გულშემატკივრებისთვის გამოიყო ოთხი სექტორი -213, 214, 215 და 216. სწორედ ამ სექტორებში იქნება შესაძლებელი ფასდაკლებით სარგებლობა. შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბილეთის შეძენისას აუცილებელია გამოიყენოთ მოსწავლის ბარათი (School Card) ან სტუდენტური ბარათი (Student Card).
გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზებით თანაბრად სარგებლობის მიზნით, ერთ მომხმარებელს (ერთი School Card ან Student Card-ით) შეეძლება არაუმეტეს 2 (ორი) ბილეთის შეძენა.
დინამო ბათუმის საშინაო მატჩებზე დასასწრებ ბილეთებს biletebi.ge-ზე შეიძენთ.
ამ სასიამოვნო სიახლის გასაცნობად, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები სკოლა ევრო-2000-ს ესტუმრნენ. მოთამაშეებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს, მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და კლუბის ახალი ინიციატივის შესახებ პირადად უამბეს. შეხვედრამ ძალიან პოზიტიურ ვითარებაში ჩაიარა.
რაც შეეხება სტანდარტულ ბილეთებს, გაცნობებთ, რომ 2026 წლის სეზონში დინამო ბათუმის საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 5, 7, 10 და 15 ლარის.
