სიახლეები

საბურთალო - დინამო ბათუმი I ტური


კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის - საბურთალოს და მეორე ლიგის გამარჯვებულის, ახლად დაწინაურებული - დინამო ბათუმის მატჩით გაიხსნა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო და მალევე, მატჩის მიმდინარეობა ოდნავ ბათუმელთა უპირატესობაში გადაიზარდა. პირველ ტაიმში ბათუმელთა ბრაზილიელ ლეგიონერს - გაბრიელ რამოსს შეეძლო ანგარიშის გახსნა, რამდენიმე შემთხვევაში საბურთალო ომარ მიგინეიშვილმა იხსნა გაშვებული გოლისგან, პირველი ტიამის ბოლოს კი რამოსის თავური კარს მცირე მანძილით ასცდა. 

მატჩის მეორე ნახევარში საბურთალო გააქტიურდა თუმცა თამაში ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა, სტუმართა გუნდს გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი 75-ე წუთზე მიეცათ, როცა ისევ გაბრიელ რამოსი შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მეკარესთან პირისპირ გასულს სიზუსტემ უმტყუნდა, რამდენიმე წუთში კი მატჩის ერთადერთი გოლი გავიდა, მიხეილ ალავიძემ გეგა დიასამიძეს აუღო, დამატებაზე კი შეცვლაზე შემოსულმა მონტენეგროელმალეგიონერმა - ოგნიენ როლოვიჩმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:0. 

თბილისი. მიხეილ მესხი
საბურთალო - დინამო (ბათუმი) 1:0
გოლი: როლოვიჩი (80)

საბურთალო (4-3-3): ომარ მიგინეიშვილი, გაგი მარგველაშვილი (კ), გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, გიორგი თევზაძე (ნიკოლოზ მალი 64), ლევან კაკუბავა, ლაშა შინდაგორიძე (ანტე გი 73), ბექა გვარაძე, გიორგი დიასამაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გურამ გოშთელიანი (ოგნიენ როლოვიჩი 57)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

დინამო (4-3-3): მიხეილ ალავიძე, გიორგი გადრანი, კიჭი მელიავა, ვაჟა ფაცაცია, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი (გიორგი ილურიძე 61), ვალერიან თევდორაძე (კ) (რატი ცაცკრიალაშვილი 74), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი (რომან ჭანტურია 85) , ნიკოლოზ საბანაძე

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

© Copyright 2024 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search